23:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 19:00:44, 1304 ნახვა

რეგიონი
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჭვანის ხეობაში შემეცნებითი ტური მოეწყო

18 აპრილი - ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა, თარიღთან დაკავშირებით, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ჭვანის ხეობაში შემეცნებითი ტური მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მოინახულეს ოთოლთას ციხე, ხაბელაშვილების ხის კოჭებიან ხიდი, წისქვილების სოფელი და ხაბელაშვილების მუზეუმი.

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე ისაუბრეს შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მ/შ ამირან ხიმშიაშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

შემეცნებითი ტური, ახალგაზრდებში მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ადგილების გაცნობა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics