08:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 18:03:29, 1326 ნახვა

რეგიონი
შუახევში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს

შუახევში, ევროსტანდარტების შესაბამისი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე, გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ცენტრი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება, კეთილმოეწყობა საპარკინგე სივრცე.

პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე 355,712 ლარამდე დაიხარჯება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics