17:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 15:18:13, 1278 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტს ნერგები ამჯერადაც ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ ჩამოუტანა. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, ნერგები მუნიციპალიტეტის  საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებს  გადაეცათ.

"აქციას შეუერთდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი. ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია  წლებია აქტიურად თანამშრომლობენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შვედეთის მთავრობას ფინანსური უზრუნველყოფისთვის და „ორქისის“ ხელმძღვანელებს ჯანსაღი გარემოს შექმნაში აქტიური დახმარებისთვის. აქციის მიზანია, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდა", - ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics