23:06 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 17:03:14, 354 ნახვა

სამართალი
„ადამიანი კანონი თავისუფლება“ :იური ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობის საკმაოდ მოკლე ვადებში გახსნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია

„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის გახსნის ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მსგავსი სისასტიკის მკვლელობის საკმაოდ მოკლე ვადებში გახსნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია.

„პროკურატურის განცხადებიდან გამომდინარე ნათელია, რომ მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი შსს-ს თანამშრომელია, რომელიც რეალურად თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს უნდა იცავდეს. ამ ეტაპზე გამოძიების შედეგიდან გამომდინარე უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ შსს-ში იყვნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეული პირებისშეკვეთებს ასრულებდნენ.

ვიმედოვნებთ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში მსგავსი ბოროტმოქმედები მანამდე გამოვლინდებიან, ვიდრე ისინი კიდევ ვინმეს სიცოცხლეს შეიწირავენ. საქართველოს პროკურატურის წინაშე არაერთი გახმაურებული საქმის გამოძების დასრულების აუცილებლობა დგას, რომელთაც დიდი ალბათობით აგრეთვე ჰყავს როგორც შემსრულებლები, ასევე დამკვეთები. შესაბამისად ხელისუფლების ვალია, რაც შეიძლება სწრაფად მისცეს პასუხისგებაში დამნაშავე პირები, რათა წერტილი დაესვას სხვა საქმის გამოძიების დასრულებამდეუდანაშაულო ადამიანების მსხვერპლშეწირვას.

ორგანიზაცია მიესალმება ზემოაღნიშნული საქმის გახსნას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მთავარია გამოძიებამდაადგინოს მკვლელობის უშუალოშემკვეთი, რაც სავარაუდოდ ნათელს მოჰფენს სხვა უამრავ გახმაურებულ საქმეს. მივმართავთ პროკურატურას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოსიური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთების ვინაობის დასადგენად“,-ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics