03:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 22:03:24, 1408 ნახვა

კომენტარი
ჩალაძე „ვივამედის“ განცხადებაზე - პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა დეკლარირებულად კლავენ

პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა დეკლარირებულად კლავენ, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კლინიკა "ვივა მედის" განცხადებას.

მისივე თქმით, სააკაშვილის საკითზე ინფორმირებული არის ყველა ამერიკული და ევროპული წამყვანი სააგენტო და დაწყებულია დიპლომატიური ქმედებები.

"ვიდრე ამ ეთერში განცხადებას გავაკეთებდით, მომხდარი არის აშშ-ში და ევროპაში სრული კომუნიკაცია ყველა წამყვან სააგენტოს ხელმძღვანელთან. ყველა საქმის კურსშია და დიდი იმედი მაქვს, პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებისთვის საკმარისი დრო გვეყოფა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ცოცხალს მივუსწროთ. ამას მოჰყვება ძალიან კონკრეტული შედეგები, პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა დეკლარირებულად კლავენ", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

შეგახსენებთ, კლინიკა "ვივამედმა" განაცხადა, რომ იძულებულნი ხდებიან, რომ მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს პაციენტი სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, ის შეთავაზებულ მკურნალობას არ იღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics