03:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 14:45:02, 1400 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელება იწყება

პროექტი „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში" დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, ხორციელდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 7,4 მლნ ევროს. პროექტის განმახორციელებელი  კონსორციუმი აერთიანებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისს, ორგანიზაცია HessenForst-ს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა და აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის დაწყება დაეხმარება აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ასევე  მნიშვნელოვანი იქნება ტყის მოვლა-შენახვისა და აღდგენის მხრივ:

,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტის  განხორციელებას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც მოხდება როგორც აჭარის  სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, ასევე, ტყის  რესურსების და, მთლიანად სატყეო ფონდის აღდგენა, კონსერვაცია".

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სრულყოფილ ორგანოდ  გარდაქმნას, რომელიც განახორციელებს ტყის მდგრადი მართვის სრულ ციკლს, მათ შორის ტყის მოვლა-აღდგენას, კონსერვაციული ღონისძიებების დანერგვას, კლიმატური ცვლილებების მიმართ ტყის მდგრადობის გაძლიერებას, ტყით სარგებლობასა და საშეშე-სამასალე მერქნით მოსახლეობის უზრუნველყოფას.

პროექტის წარდგენის ღონისძიებას უმაღესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს,  რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი KfW-ს რეგიონული ოფისის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, WWF კავკასიის პროგრამა  ოფისის რეგიონალური დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics