04:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 14:14:12, 1395 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან საქართველოში, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალნუაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი. აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი და ხაზი გაესვა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის დადებით დინამიკას.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაიგეგმა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავება ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics