|
2022-12-20 19:37:10, 1494 ნახვა
რეგიონი
სოფელ ზემო ხანდაკში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, შემდგომში კი საპატიო მეთაურის და კასპის რაიონის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერში იმყოფებოდნენ კაპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, თანამებრძოლები, თანასოფლელები და სტუმრები. მათ პოლკოვნიკის ხსოვნას პატივი მიაგეს და ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. თანამებრძოლებმა გაიხსენეს ბრძოლის ეპიზოდები და აღნიშნეს რომ ბრძოლაში იყო უშიშარი და ყველასთვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი. ტარიელ შარიფაშვილი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, თანამებრძოლებთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. დღეს მას 62 წელი შეუსრულდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)