13:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 21:05:15, 1586 ნახვა

რეგიონი
მეხუთე წელია, შუახევის მერიაში ,,უკიდურესად გაჭირვებულ, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე ფინანსური დახმარების პროგრამა“ მოქმედებს

მეხუთე წელია, შუახევის მერიაში მოქმედებს ,,უკიდურესად გაჭირვებულ, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე  ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა“.

პროგრამულად, უპირატესობა ენიჭება   უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ბენეფიციარებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი სიძველით დაზიანებული აქვთ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აჭარბებს.
მიმდინარე წელს, შუახევის მერიამ  9 ოჯახზე საცხოვრებელი სახლის შესაძენად  ბიუჯეტიდან  135 000 ლარი გამოყო. გასულ წლებთან შედარებით  ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანხა გაიზარდა  და დღეის მდგომარეობით 15 000 ლარს შეადგენს. 

დღეს, სოფელ ფურტიოში, პროგრამით მოსარგებლე გია მახარაძის ოჯახს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე, რუსუდან შავაძესთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად  ეწვია  და ახალმოსახლეობა მიულოცა.

,,სოციალურად დაუცველ მახარაძეების ოჯახს, წლების განმავლობაში საფრთხის შემცვლელ, გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარი კომისიური წესით შეირჩა. მახარაძეების მსგავსად ამ სიკეთით რამდენიმე ოჯახმა ისარგებლა.  ჩვენი მიზანია, არცერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი არ დარჩეს ყურადღების მიღმა და მათ ქონდეთ ცხოვრების სათანადო პირობები“- აღნიშნა ომარ ტაკიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics