23:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 13:35:28, 1630 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: 2023 წელს ბსუ-ს სასწავლო კორპუსის და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიზრდება უნივერსიტეტების დაფინანსება, დაიწყება ბსუ-ს ახალი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, გაიზრდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტიც.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის განათლება და ახალგაზრდობის მხარდაჭერა. ამ მიმართულებითაც იზრდება შესაბამისი პროგრამები. იზრდება როგორც დაფინანსება უნივერსიტეტის პროგრამული მიმართულებების, ასევე ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს ახალი საცხოვრებელი კამპუსი, 400 სტუდენტზე გათვლილი, რომელიც მისცემს საშუალებას როგორც აჭარის მაღალმთიანიდან, ასევე სხვა მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტებს, ძალიან მინიმალური გადასახადის საფუძველზე ისწავლონ და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში. ვზრდით დაფინანსებას საზღვარგარეთ როგორც სწავლის, ასევე პრაქტიკის მიმართულებით. ამავე დროს, მინდა გაცნობოთ, რომ მომავალი წლიდან ავამოქმედებთ ინტენსიურ სასწავლო-მოსამზადებელ კურსებს როგორც ხულოს რაიონში, ასევე შუახევის რაიონში, სადაც ყველა აბიტურიენტს მიეცემა საშუალება მოემზადოს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება განათლების ინფრასტრუქტურის კუთხით, მომავალ წელს განისაზღვრება 25 მილიონი ლარით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2023 წელს, 200-მდე სტუდენტი საზღვარგარეთ სასწავლო პრაქტიკის დაფინანსებით ისარგებლებს. 100 სტუდენტს კი სწავლა  და სტაჟირება საზღვარგარეთ დაუფინანსდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics