16:57 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 16:09:49, 3201 ნახვა

Lifestyle
ცრუ ჩვენების გამო ემბერ ჰერდს სასამართლოში კვლავ ელიან

 ჰოლივუდის  სკანდალური მსახიობი ემბერ ჰერდი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯონი დეპის მიმართ ჩადენილი ცილისწამების გამო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა,  შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს სასამართლოში ბრალდებულის სახით. მედიის ცნობით,  მას  ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალს წაუყენებენ.

ჰოლივუდის მსახიობი უკვე გაასამართლეს იმის გამო, რომ მან თავისი ორი ძაღლი უკანონოდ შეიყვანა ავსტრალიაში. 2015 წელს საქმე დაიხურა, მაგრამ მალე მან დანაშაული აღიარა

Daily Mail- ის ცნობით , ავსტრალიის სასამართლომ ვარსკვლავის წინააღმდეგ საქმე კვლავ გახსნა. ახლა დეპის ყოფილ პარტნიორს ამ საქმეში ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით გაასამართლებენ, რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შეგახსენებთ, რომ დეპმა ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა  2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომელიც მან დაწერა The Washington Post- ში , სადაც საკუთარ თავს აღწერდა, როგორც „საზოგადოებრივ ფიგურას, რომელიც  ოჯახური ძალადობის მსხვერპლია“. 

ექვსკვირიანი სატელევიზიო სასამართლო პროცესის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო ჰერდის პრეტენზიებზე, რომ დეპმა მას ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა. ჰერდმა აღწერა ათზე მეტი სავარაუდო თავდასხმა.


დეპს სურდა დაემტკიცებინა, რომ მას არასოდეს მიუყენებია შეურაცხყოფა ჰერდისათვის. საბოლოოდ ემბერ ჰერდს ყოფილი ქმრისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაეკისრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics