2022-06-27 13:04:37, 1099 ნახვა
რეგიონი
კასპის საბავშვო ბაღებში გასართობი კონსტრუქციები მოეწყო
ქალაქ კასპის სკოლამდელი აღზრდის ხუთ დაწესებულებაში გასართობი ატრაქციონების მონტაჟი დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ დაათვალიერეს.
საბავშვო ბაღებში გასართობი სივრცეები 4 სახეობის გასართობი საშუალებებით აღიჭურვა და დასასვენებელი სკამებიც განთავსდა.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა პროცესი გაგრძელებადია იქ, სადაც ასეთი კონსტრუქციები არ არსებობს ან მოძველებულია და განახლების საჭიროებაა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),