13:49 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 12:37:21, 352 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს შეხვდა

უკრაინაში, სამუშო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროტლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს შეხვდა. 

სახეწლმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს ერთ-ერთი ურყევი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. მხარეებმა გაზაფხულზე რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში  ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის აქტუალური საკითხები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.  სამიტის მოლოდინებსა და  რუსეთის მხარიდან განხორციელებულ ანექსიურ პოლიტიკაზე საუბრისას დავით ბაქრაძემ და პავლო კლიმკინმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოების ევროპული მისწრაფებების  მხარდაჭერის მნიშვნელობას.  

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელებისა და ამ პროცესში  საქართველოსა და უკრაინას შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. სახელმწიფო მინისტრმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და ინსტიტუციონალური განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. 
მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს ინტენსიური მუშაობა ქვეყნებს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღმავების მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics