04:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 16:24:10, 975 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმში’’ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძე, უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი ტიტე აროშიძე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერიის წარმომადგენლები, დამსაქმებლები და შშმ სტატუსის მქონე სამუშაოს მაძიებლები ესწრებოდნენ. 

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ შეხვედრაზე წარმოადგინა პრეზენტაცია აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების სახელმწიფო სერვისების შესახებ, ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები შშმ პირთა შრომის ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობის კუთხით.

ფორუმის მეორე ნაწილი პირისპირ შეხვედრებს დაეთმო, სადაც სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს მიეცათ შესაძლებლობა პირისპირ გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.

ღონისძიების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესოციალიზაციის, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნისათვის, მადლობის სიგელით კომპანიები დაჯილდოვდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics