21:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 13:41:41, 1723 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ,,ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, მორიგი სხდომა გაიმართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ,,ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, შერეული კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომაზე განხილული იქნა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიების შუამდგომლობები - ჯამში 28 ოჯახის პროგრამაში ჩართვის მიზნით. აქედან, პროგრამაში 17 ოჯახის ჩართვაზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 11 ოჯახზე, მერიებისგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაციები, რომელთაც უწყებები უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მომზადებული 7 საცხოვრებელი სახლის ტექნიკური და საბაზრო ღირებულებების შესახებ ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შესაბამისად, შვიდი ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შესყიდვა უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის და თვითმმართველობების წარმომადგენლები.

,,ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი წელს 3 080 000 ლარია. გასულ წელს პროგრამით 50 ეკომიგრანტმა ოჯახმა ისარგებლა. მიმდინარე წელს 20 ოჯახმა, ხოლო კიდევ 20 ოჯახს ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაუფორმდება





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics