02:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 20:29:31, 1259 ნახვა

რეგიონი
გერმანულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით, ბათუმში წყლის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელება იწყება

გერმანიის  მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, პროფესიული განათლებისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით.  გერმანია წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დონორს საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის/KFW-ს, ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია ბათუმის წყლის თანამედროვე სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტი.

,,მიმდინარე წლის 21 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა გერმანიის საელჩოსა და KFW-ს წარმომადგენლებს.  შეხვედრაზე გერმანული მხარის ჩართულობითა და დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ იმსჯელეს. კერძოდ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში  ბათუმის წყლის სისტემის განვითარების პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე გერმანულ მხარესთან შეთანხმებით განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები, რაც მეხუთე ფაზის პროექტის 78.8 მლნ ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს (მათ შორის გერმანიის მთავრობის/KfW დაფინანსება 53 მლნ ევრო). საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ბათუმის წყლის სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტის 4 ფაზა უკვე დასრულებულია.

პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს წყლის თანამედროვე  სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ლიდია კრიტსმანი, KFW -ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics