14:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-20 15:39:12, 1188 ნახვა

რეგიონი
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე  კილომეტრზე, მაგისტრალის უბისა-შორაპანის  მშენებლობის გამო, 20 თებერვალს 15:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის 10-15 წუთიანი ინტერვალით ჩაკეტვაა საჭირო.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე  კილომეტრზე, მაგისტრალის უბისა-შორაპანის  მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის  კონტრაქტორი  ორგანიზაცია  ,,ჩინეთის   გზებისა  და  ხიდების  კორპორაციის“  საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 20 თებერვალს 15:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics