14:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 15:27:21, 1213 ნახვა

რეგიონი
ქალაქ კასპს კიდევ ერთი დაწესებულება „მილ ჯორჯია“ შეემატა

ქალაქ კასპს კიდევ ერთი  დაწესებულება - MIL georgia/მილ ჯორჯია შეემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ფუნქციონირება დაიწყო კაფემ და მალე, იმავე სივრცეში რესტორნისა და სასტუმროს გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, დამფუძნებლების თქმით, დაგეგმილია ბავშვებისთვის გასართობი ცენტრის, ქართული მარანისა და ეზოში საზაფხულო ლობ სივრცის მოწყობაც.

გახსნის ღონისძიებას კასპის მუნუიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე დაესწრო. ,,მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი ახალი კვების ობიექტი გაიხსნა. შესაბამისად, გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, ასევე ადგილობრივებს საშუალება ექნებათ სასურველი მომსახურება მიიღონ.  ჩვენ მივესალმებით ყოველ ახალ წამოწყებას და რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შევუწყობთ კერძო სექტორის გაძლიერებას" - აღნიშნა კასპის მუნიცპალიტეტის მერმა.

„ამჟამად, ადგილზე 12 ადგილობრივია დასაქმებული, დაწესებულების გაფართოების შემდეგ კი დასაქმებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics