11:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 12:45:49, 1201 ნახვა

რეგიონი
იმუნიზაციის პოპულარიზაციის მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება

იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება.

მიმდინარე პროცესს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ნინოწმინდის მერთან ერთად სოფელ განძაში ადგილზე გაეცნო.

ვაქცინაციის კამპანიის მიზანია, სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრა, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.

ამ ასაკის მოსახლეობისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებული ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.

კამპანია გაგრძელდება და საბოლოოდ, მოიცავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც ამ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.

ვაქცინაციის კამპანიის ორგანიზებასა და საჭიროების შემთხვევაში სოფლების ამცრელი ბრიგადითა და ვაქცინით უზრუნველყოფას სამინისტროს ააიპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ახორციელებს. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics