18:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 12:11:57, 1184 ნახვა

რეგიონი
სოფელ ქვემო რენეში ცენტრალურ ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

სოფელ ქვემო რენეში ცენტრალურ ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ორ ეტაპად ახორციელებს. მშენებელი ამჟამად რკინაბეტონის კიუვეტების - სანიაღვრეების მოწყობაზე მუშაობს. გზაზე ასევე გაკეთდება ეზოში შესასვლელები  და საგზაო ნიშნები. 

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ნიგოზას, ჩობალაურის, ქვემო და ზემო რენეს ადგილობრივი მნიშვნელობის, თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.

პროექტი გარდამავალია და 2022 წელსაც გრძელდება. 2021 წელს დასრულდა სოფლების  ჩობალაურის და ზემო რენეს გზების კეთილმოწყობა. წელს კი სოფელ ქვემო რენესა და ნიგოზას გზების რეაბილიტაცია დასრულდება.

პროექტის სრული (4 სოფელი) ღირებულება 1 336 200 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.

ათეული წლებია ქვემო რენეს გზას რეაბილტაცია არ ჩატარებია, გზაზე გადაადგილება უჭირს როგორც მოსახლეობას, ასევე ტრანსპორტს, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში.

პროექტის განხორციელების შედეგად გზები აღარ იქნება გაუვალი,  მოსახლეობის გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, განსაკუთრებით სოფელში მისასვლელის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ვცდილობთ შესაძლებლობის ფარგლებში დროულად მოვაგვაროთ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics