22:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 16:42:38, 901 ნახვა

რეგიონი
ჯვარი-უშგულისა და მესტია-უშგულის მონაკვეთებზე, ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის ჯვარი-უშგული მონაკვეთზე (კმ30-კმ186), ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა.

ასევე, მესტია-უშგულის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამბავს გზების დეპარტამენტი იუწყება.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics