17:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 10:36:09, 3061 ნახვა

კომენტარი
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამართლებული მერაბ კობიაშვილი - ეს ტრაგედია მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება

ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება, - ამის შესახებ გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა განაცხადა, რითიც ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ ვერდიქტს გამოეხმაურა.

მერაბ კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულებს „სწორი გადაწყვეტილებისთვის“ და „სიმართლისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. ძალიან დიდი ტრაგედია და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის, სიმართლისთვის“, - განაცხადა კობიაშვილმა.

ცნობისთვის, გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics