2021-09-23 15:18:16, 1800 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას - ხულიგანი, უინტელექტო, პროვოკატორი, ნაძირალა!
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთმენთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ირაკლი კობახიძემ ნიკა მელია პროვოკაციაში დაადანაშაულა და მას „ხულიგანი, უინტელექტო, პროვოკატორი, ნაძირალა!“ უწოდა.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე განიხილავდნენ, მხოლოდ არჩევნებს შეეხებოდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან