13:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:35:24, 447 ნახვა

კომენტარი
თამთა მეგრელიშვილი გახარიას - „ნაცპარტიის“ ლიდერის გამო გაქცეულო, ახლა მოუწოდებ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ „პრაიდის“ მონაწილეების უსაფრთხოებისთვის?

საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,20 ივნისს, არასწორად დაგეგმილი ოპერაციის შემდეგ, რა დროსაც, გახარია ბრძანდებოდა შს მინისტრი და თავის მოადგილესთან, კახა საბანაძესთან ერთად, ვითომ ,,ცარიელ’’ პარლამენტის შენობაში ,,სწორად’’ გეგმავდა სპეცოპერაციას და თურმე ეგონათ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ნებისმიერ პირობებში მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე დაეცვათ" - წერს მეგრელიშვილი. მეგრელიშვილის შეფასებით, რომ არა, იმ დროს, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობა, შესაძლოა, ქვეყანას თავიდან აეცილებია 20 ივნისს აქციის დროს განვითარებული მოვლენები. ,,იმ ავბედითი დღის მერე, ლამის მთელი ქვეყანა ჩამოანგრიე შენ, ნაც-პარტიის არაფორმალური ლიდერის გამო, გაქცეულო კაცო და ახლა მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ ყველაფერი გააკეთონ პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის? დაწყნარდი! შენ რომ არა, არც 20 ივნისი იქნებოდა ამ ქვეყანაში. ჰოდა, შეირგე ახლა და იარე ეგრე ქალაქ-ქალაქ ერთი-ორი მანდატის მოსაგროვებლად.’’ - წერს თამთა მეგრელიშვილი facebook გვერდზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics