18:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 13:44:56, 449 ნახვა

კომენტარი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ვაქცინაცია უსაფრთხო გზაა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბოლნისის კლინიკის პერსონალს პროფესიონალიზმისთვის, აგრეთვე მთლიანად ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე თითოეულ ადამიანს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც ისინი პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახორციელებენ. 

„ბოლნისის კლინიკაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია ხორციელდება ინფექციური კონტროლის წესების სრული დაცვით და ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამიტომ მე ვაქცინაციის ჩასატარებლად ბოლნისში ჩამოვედი", - განაცხადა გენადი არველაძემ.  

მისივე თქმით, ვაქცინაცია უსაფრთხო გზაა თითოეული მოქალაქისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო გზაა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რათა მათ გადაარჩინო არა მხოლოდ თავისი სიცოცხლე, არამედ დაიცვან სხვისი ჯანმრთელობა. გარდა ამისა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ ქვეყანა განვითარების პანდემიამდელ რიტმს დაუბრუნდეს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.    





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics