02:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 22:51:46, 484 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჯარის ქალაქის მშენებლობა, სადაც 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს, 2022 წელს დასრულდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საზოგადოებას ის მასშტაბური პროექტები გააცნო, რომლებსაც ქართველი ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის უწყება ახორციელებს.   

„ჩვენი ჯარის მზადყოფნის გაძლიერება წარმოუდგენელია ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახების სათანადო დაფასების გარეშე, რადგან თავდაცვის ძალების მთავარი საყრდენი და ქვაკუთხედი ჩვენი ჯარისკაცები არიან. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, განსაკუთრებით გააქტიურებულ სამხედროების დაფასების პოლიტიკას. შედეგად სამხედროების სახელფასო, კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, საბინაო, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებებით პირობების გაუმჯობესება გაგრძელდება“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მახათას მთაზე ბინების მშენებლობის პროცესი. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს განუცხადა,  „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება, სადაც ჯამში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს. „აქტიურად მიმდინარეობს მახათას მთაზე ბინების მშენებლობის პროცესი. ამ პროექტით, პირველ ეტაპზე, ათასზე მეტ სამხედროს შესაძლებლობა აქვს, 50%-იანი თანადაფინანსებით, კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში შეისყიდონ და ამ თანხის გადასახდელად ისარგებლონ შიდა განვადებით. ამ დროისათვის მშენებლობა აქტიურ პროცესშია. ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა დასრულდება 2022 წლის ბოლომდე, რომელშიც ჯამში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს“,- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება უახლოეს თვეებში დაასრულებს 2007 წელს სამხედროების წინაშე კონტრაქტით აღებული ბინით უზრუნველყოფის ვალდებულებას, რომელიც ჯამში 2000-ზე მეტ სამხედროს მოიცავდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics