20:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-01 13:44:35, 1193 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები პოზიტიური, რეკომენდაციები კი კონსტრუქციული და საქმიანია

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში სწორი ინიციატივები და სწორი წინადადებები შეიტანა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. რეალურად ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები და სწორი წინადადებები შეიტანა კანონპროექტში, რაც ამ დასკვნებში არის შეფასებული დადებითად. ასევე მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რომელსაც აუცილებლად ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics