20:44 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 11:37:03, 572 ნახვა

კომენტარი
სერგო ჩიხლაძე სანქციების გამკაცრებაზე - ეს არის დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი

ეს არის დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი რუსეთისა და ბელორუსიისკენ მიმავალ გზას ადგას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია არ აინტერესებს.

„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არ აინტერესებთ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება. ფაქტია, რომ ისინი ადგანან გზას რუსეთისკენ, ბელორუსისკენ და თურქმენეთისკენ. ეს არის დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ამას ეხმაურება აშშ-ის საელჩოც და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი. ისინი წუხილს გამოხატავენ და პირდაპირ წერენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ოპოზიციის პარლამენტში შესვლა არ შესვლით, სამწუხაროდ, ეს საკითხი არ წყდება, რადგან ეს ცვლილებები უბრალო უმრავლესობით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ 72 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics