12:58 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 21:48:25, 649 ნახვა

კომენტარი
გიორგი რურუა - ნიკა ახლა ძალიან სჭირდება მის პარტიას, საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებს

„ნიკა ახლა ძალიან სჭირდება მის პარტიას, საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებს“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ მფობემა გიორგი რურუამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს უნდა დათანხმდეს.

„ნიკას შევუთვალე ჩემი სათქმელი. ნიკა რასაც აკეთებს, ეს არის ღირსეული ადამიანის სწორი გადაწყვეტილება.

მე ვუთხარი, რომ ევროკავშირის გირაოს დათანხმებულიყო და გამოსულიყო საპყრობილიდან. მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. ნიკა ახლა ძალიან სჭირდება არამხოლოდ მის პარტიას, არამედ მთლიანად ყველას, საზოგადოებასაც, ოპოზიციურ პარტიებს და მინდა, რომ მალე დატოვოს საპატიმრო.

დღეს ნიკა რომ პოლიტპატიმარია და გავრილოვის და რუსული დაკვეთით ზის ციხეში ეს არამარტო ჩემთვისაა ნათელი, მგონი ევროკავშირის გირაოც ცხადყოფს ამას. ციხეს ორი კარი აქვს, შესასვლელი და გამოსავლელი, როგორ ღირსეულადაც შევიდა, ისე ღირსეულად გამოვა. ეს ტვირთი აიღო და აკეთებს ჩვენთვის, თავის შვილისთვის და ყველასთვის.

არ არის მარტივი გადაწყვეტილება, როდესაც შეგიძლია ყოველდღე საკნის კარები გააღო, მაგრამ ეს ღირსებაზე გადაბიჯებით არ ხდება“, - განაცხადა გიორგი რურუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics