15:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 16:18:17, 726 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია ექთნის გარდაცვალებაზე: ეს გამოიწვევს შიშს, უნდობლობას - შევეცდებით დავაბრუნოთ ვაქცინაზე რწმენა

გვესმის, რომ ეს გამოიწვევს მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანს, უნდობლობას, შევეცდებით მოქალაქეებს დავუბრუნოთ რწმენა ვაქცინაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 27 წლის კოვიდვაქცინირებული ექთნის გარდაცვალებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოში ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების შემთხვევა ყოველწლიურად ფიქსირდება, ასევე გასულ წელს დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევაც.

„სამწუაროდ ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება, ეს აქამდე არ უკავშირდებოდა კორონავირუსის ვაქცინას, რადგან ეს ახალი ვაქცინაა, დაახლოებით 40-60 შემთხვევა სტატისტიკაში აღწერილია, გარდაცვალების შემთხვევებიც არის დაფიქსირებული, გასულ წელს ანაფილაქსიით 2 გარდაცვალების შემთხვევაა აღრიცხული. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს წლევანდელი გარდაცვალების შემთხვევა დაემთხვა კორონავირუსის ვაქცინაციას და იმას, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს გამოიწვევს კიდევ მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანს და უნდობლობას მოსახლეობისთვის, ამდენად მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ იმისთვის, რომ მათ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის სარგებელთან და მოსალოდნელ სიკეთესთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics