14:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 15:18:35, 266 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვექნება სრულყოფილი, ხარისხიანი მეტეოროლოგიური ინფორმაცია

„2020 წელს ქუთაისში დამონტაჟდა თანამედროვე რადარი. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემები, ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა იმისთვის, რომ ზუსტი მეტეოროლოგიური ინფორმაცია  გვქონდეს, რომელიც მთლიანად დასავლეთ საქართველოს ფარავს. უკვე მიმდინარე წელს, დაგეგმილია ქალაქ თბილისთან, შიდა ქართლის ტერიტორიის, დიდწილად ქვემო ქართლისა და, ასევე, სამცხის მეტეოროლოგიური მონაცემების დამუშავებისთვის, ასეთივე თანამედროვე რადარის განთავსება. 

შეგახსენებთ, რომ ჩვენ კახეთში გვაქვს თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი და ამ სამი რადარის ინფორმაცია, ფაქტობრივად, დაფარავს მთლიან საქართველოს. ჩვენ გვექნება სრულყოფილი, ხარისხიანი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, როგორც პრევენციული ღონისძიებებისთვის, ისე ინფრასტრუქტურისთვის, სოფლის მეურნეობისთვის და სხვა მიმართულებებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი; ჩვენ გვექნება  ამინდის პროგნოზის ძალიან ზუსტი სისტემა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics