14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 13:46:42, 523 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სემინარი - „გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ გაიხსნა

„გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ - ამ სახელწოდების სემინარი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სემინარის მიზანია მოამზადოს ტრენერები, რომლებიც სასაწავლო კურსებს შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, განსაკუთრებით, გადასროლისწინა სწავლების დროს ჩაუტარებენ.

მსმენელები გენდერის საკითხებში ტრენინგის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეფასების მეთოდოლოგიას შეისწავლიან. კურსის მთავარი თემებია: სამშვიდობო ოპერაციებში გენდერის საკითხები - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები (1325, 1820, 1888, 1989, 1960, 2106, 2022), ნატოს სტრატეგიული სარდლობის 40-1 დირექტივა (NATO Bi-SC Directive 40-1), შეიარაღებული კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობა, სამშვიდობო ოპერაციებსა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინება და სხვა.

ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 16-24 სექტემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება. კურსი შვედეთის სამეფოსთან გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ტარდება და მას „სამხედრო ოპერაციებში გენდერის სკანდინავიური ცენტრი“ ახორციელებს. სემინარებს უძღვებიან ნორვეგიელი, ფინელი და შვედი ინსტრუქტორები, ასევე, ექსპერტები ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, მაკედონიასა და მონტენეგროდან. სწავლება რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთისა და დანიის 14 წარმომადგენელი მონაწილეობს.

თავდაცვის უწყებიდან სწავლებაში ის თანამშრომლები მონაწილეობენ, რომლებიც სტრუქტურულ ერთეულებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics