20:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 14:51:17, 6065 ნახვა

High - Tech
Face ID - ძლიერი დაცვა, თუ ტოტალური თვალთვალი

სამშაბათს 12 სექტემბერს კომპანია Apple-მა ახალი iPhone X საზოგადოებას წარუდგინა. თითის ანაბეჭდის ფუნქცია Touch ID ახალ ტელეფონს აღარ ექნება. მას ახალი, და როგორც კომპანია ამბობს, ბევრად უფრო კარგად დაცული სისტემა Face ID შეცვლის. 

რა არის Face ID და როგორ მუშაობს ის, შეგიძლიათ "იუთუბზე" ნახოთ - ახალი "აიფონის" მფლობელი ფაქტიურად ვალდებული იქნება, რომ საკუთარ სახეს სკანირება ჩაუტაროს. ამის შემდეგ ტელეფონი იმახსოვრებს მფლობელის სახეს და მორიგი "დანახვისას" ბლოკს თავისით მოხსნის. 

ამ სიახლემ, საერთაშორისო კიბერ ექსპერტებისა და უფლებადამცველების ყურადღება მიიქცია. როგორ გამოიყენებს "კუპერტინო" ამ პირად მონაცემებს უცნობია. უცნობია ისიც, შეძლებს თუ არა ის ამ მონაცემების გადმოწერას და ბაზაში ჩამატებას ტელეფონის მფლობელის ნებართვის გარეშე. ზოგიერთი IT-ექსპერტი დარწმუნებულია, რომ "ეფლი" აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც თანამშრომლობს და ეს მათი "ტოტალური კონტროლის" ფარგლებში გადადგმული კიდევ ერთი საერთო პროექტია.

Face ID-ს გაჩენა "ეფლს" უსაზღვრო კონტროლისა და ტიტალური მიყურადების უფლებას მისცემს, ამბობს არაკომერციული ორგანიზაცია Constitution Project-სი დირექტორი ჯეიკ ლაპერუკი, მისი მტკიცებით ამერიკული კომპანიის სიახლის მეშვეობით "აიფონის" ნებისმიერ მფლობელზე თვალთვალი გახდება შესაძლებელი.

იქნება ეს ასე, თუ Face ID მხოლოდ თქვენი კომფორტისთვის მოიგონეს რათქმაუნდა უცნობია. ზოგ ინოვაციებს მოწყურებულ მომხმარებელს ეს მოსწონს, ზოგს არც ისე, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დაახლოებით იგივე ვნებათაღელვა ბევრად უფრო ადრე 2005 წელს NOKIA N70-მა გააჩინა, რომელშიც პირველად "სელფის" კამერა იქნა ინტეგრირებული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics