16:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 11:28:20, 3947 ნახვა

კულტურა
საირმეში მუსიკალური ფესტივალი „საირმე 2017“ გაიმართება

„საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში“ 25 ივლისს 12:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია „მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“- ის შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი ბ-ნ გიორგი დონაძე, დირექტორის მოადგილე ბ-ნ ირაკლი ჭელიძე, კურორტი „საირმე“-ს დამფუძნებელი ბ-ნ თემურ კოხოძე, კომპოზიტორი და დირიჟორი ბ-ნ ვახტანგ კახიძე და ანსამბლი „რუსთავის“ ხელმძღვანელი ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილი.

„მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017“ გაიმართება 29 ივლისიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, კურორტ საირმეში. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლო შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

პროექტის განხორციელების მიზანია იმერეთის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევა და კურორტ საირმეს, როგორც უნიკალური საკურორტო ზონის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა.

წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს ქართული მუსიკის მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „დიდგორი“, „იალონი“, „შავნაბადა“, „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“, „იამე“, „ბასიანი“, „თბილისი“ და სოლო შემსრულებლები  ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, რომა რცხილაძე და Paul Rimple. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

მომავალი წლიდან იგეგმება ფესტივალისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება და სხვადასხვა ქვეყნებიდან შემსრულებლების მოწვევა.

ფესტივალის წარმომდგენი:  სასტუმრო „საირმე“ და  „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი“

ფესტივალის პროგრამა:

29 ივლისი - ანსამბლი „რუსთავი“

5 აგვისტო - ანსამბლი „დიდგორი“

12 აგვისტო - ანსამბლი „იალონი“

19 აგვისტო - დავით ნოზაძე და ნეკა სებისკვერაძე

20 აგვისტო - რომა რცხილაძე და Paul Rimple

26 აგვისტო - ანსამბლი „შავნაბადა“

2 სექტემბერი - ანსამბლი „თბილისი“

9 სექტემბერი - ანსამბლები „იამე“ და „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“

10 სექტემბერი - ანსამბლი „ბასიანი“
(ფესტივალის საზეიმო დახურვა)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics