18:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-11 11:10:07, 2345 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის და ტალერის ტერასების წარმატებული ბიზნეს პარტნიორობის ისტორია

ბაზისბანკის და ტალერის ტერასების ბიზნეს პარტნიორობა 2016 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ტალერის ტერასების გუნდმა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან იშვიათი, თითქმის მივიწყებული ძველკოლხური ვაზის ჯიშების ნერგები გამოითხოვა და მათი გაშენება ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. სწორედ ამ ენდემური ჯიშებით ჩაეყარა საფუძველი ტალერის ტერასების შექმნისა და პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებას.

მეღვინეობის განვითარებასთან ერთად, მარნის გაფართოების საჭიროება გაჩნდა, რაც კვლავ ბაზისბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა. დღეს, ტალერის ტერასების მარანი, საკუთარი ვენახებიდან მოწეული ყურძნით პრემიუმ ხარისხის ღვინოებს აწარმოებს.

რეგიონის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, ტალერის ტერასებმა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, დაიგეგმა და აშენდა სასტუმრო კომპლექსი რეზორტის კონცეფციით, რომელიც ვიზიტორებს წლის ნებისმიერ სეზონზე კომფორტულ და გამორჩეულ გარემოში დასვენებისა და საკუთარ მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობას სთავაზობს.

პროექტის იდეიდან, მისი განხორციელების ყველა ეტაპზე, ბაზისბანკი ტალერის ტერასების გვერდით დგას, როგორც სანდო ფინანსური პარტნიორი. ურთიერთთანამშრომლობა მხარს უჭერს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

ბაზისბანკის და ტალერის ტერასების პარტნიორობის ვიდეო ისტორია

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics