|
2025-04-22 11:54:15, 719 ნახვა
ეკონომიკა
I კვარტალში ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა - მთავარი საექსპორტო პარტნიორი კვლავ ყირგიზეთია
2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მლრდ 618 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 5.7%-ით), ხოლო იმპორტი 4.2 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 20.1%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-მარტში, 2.8 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია. საქსტატის ცნობით,2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (298.6 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მლნ. აშშ დოლარი). საექსპორტო TOP-5 კი ასე გამოიყურება:
2025 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 500.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 54.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.95), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 53.0 მლნ. აშშ დოლარით (3.8%).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)