|
2025-03-27 13:44:36, 793 ნახვა
ეკონომიკა
სელფი მობაილი Young Lions Georgia -ს მხარდამჭერია
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ მომხმარებელს ემსახურება, ქვეყანაში განათლებისა და ინოვაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კანის ლომების ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსის, DIGITAL კატეგორიის მხარდამჭერია. წელს შესარჩევი კონკურსი იმართება 27-30 მარტს თბილისში და მონაწილეები ასპარეზობენ შემდეგ კატეგორიებში: პრინტი, მარკეტერი, ფილმი, დიზაინი, დიჯიტალი და პიარი. კატეგორიებში გამარჯვებული გუნდები ივნისში გაემგზავრებიან კანის საერთაშორისო ფესტივალზე საასპარეზოდ. ’’ყოველწლიურად ვხედავთ, როგორ იზრდება კონკურსანტების პროფესიონალიზმი და რამდენად უფრო თამამი და გამორჩეული ხდება მათი იდეები. წელსაც ველოდებით ინოვაციურ და ტექნოლოგიურად საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის ახალ საზღვრებს განსაზღვრავენ. გვჯერა, რომ ისევე როგორც წინა წლებში, Young Lions Georgia წელსაც გვაჩვენებს ახალგაზრდა ტალანტების პოტენციალს და გახდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო წარმატებისთვის’’ - აცხადებენ სელფი მობაილ-ში. კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის ადგილობრივი კონკურსი საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და ფასდაუდებელ როლს ასრულებს ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარებასა და ქვეყნის კრეატიული ეკოსისტემის ინტეგრაციაში მსოფლიო კრეატიულ ინდუსტრიაში. ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, იასპარეზონ საერთაშორისო დონეზე და წარადგინონ ქვეყანა კანის ლომების გლობალურ სცენაზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)