14:49 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 12:31:40, 1678 ნახვა

რეგიონი
გაერთიანებული წყალმომარაგება - ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამოა შეწყვეტილი.

„გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია სატუმბ სადგურებზე, რის შედეგადაც წყალმომარაგება შეზღუდულია შემდეგ მისამართებზე: ქ. ოზურგეთი – N1 სატუმბი სადგური; ქ. ქუთაისი – ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობა; ქ. სენაკი – ნოსირის სატუმბი სადგური; ქ. წყალტუბო- მიწაწითელას სათავე ნაგებობა.  წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და შესაბამისი ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 00 00 ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics