|
2025-02-12 16:11:16, 487 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ელექტრონული კომერციის კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge ახალი კურსების დამატებას აგრძელებს. პლატფორმას ახლახან დაემატა კურსი - „ელექტრონული კომერცია“, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამ სფეროში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. კურსის გავლის შედეგად გაიგებთ, როგორ შეიძლება შეიქმნას ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, რომელი პლატფორმები უნდა გამოიყენოთ, რაში დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მარკეტინგი და სხვა. „ელექტრონული კომერცია ციფრული ეპოქის ეკონომიკური საფუძველია. იგი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს ერთმანეთთან აკავშირებს და მას ერთ გლობალურ ბაზრად აყალიბებს. ელექტრონული კომერცია ფილოსოფიაა, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრების, ურთიერთობისა თუ მუშაობის წესი. ამ სფეროში ინოვაცია ხვდება ტექნოლოგიებს, იდეები გარდაიქმნება პროდუქტებად, მცირე სტარტაპებს კი ეძლევათ შესაძლებლობა, გლობალურ ბრენდებად იქცნენ“, - ამბობს მენტორი, თორნიკე აფხაზი. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის ელექტრონული კომერციის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს, გავუზიაროთ საგანმანათლებლო ინსტრუმენტები, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარ საქმიანობაში ინოვაციური მეთოდები დანერგონ. ელექტრონული კომერცია ერთ-ერთი სწრაფად მზარდი დარგია, აღნიშნული კურსით კი ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ბიზნესებს, გაეცნონ მის საფუძვლებს და დაგეგმონ მომდევნო ნაბიჯები საკუთარი ელ. კომერციის პლატფორმებისა და ვაჭრობის განვითარებისთვის“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ინფორმაციისთვის, ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი უფასო პლატფორმაა, რომელზეც კურსები ხელმისაწვდომია ონლაინ ლექციების ფორმატში, მათი გავლა კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. ბიზნეს კურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)