09:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 13:32:17, 291 ნახვა

ეკონომიკა
აბდუჰაკიმოვი - ჩვენთვის საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში შთაგონების წყაროდ იქცა

ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მან გულთბილი მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს.

“ჩვენ შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ მსოფლიო ტურიზმის დღე და ვაღიაროთ, რამდენად ლამაზია ჩვენი დედამიწა. თუმცა, ამავდროულად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და მშვიდობა",- განაცხადა აზიზ აბდუჰაკიმოვმა.

მან ასევე ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ტურიზმის ინდუსტრიის როლზე ისაუბრა.

“ტურიზმი უფრო მეტია, ვიდრე - მოგზაურობა. ეს არის ხიდი, რომელიც გვაერთიანებს, აზღვრებს გვიხსნის, გამოცდილებას გვაძლევს კულტურულ დიალოგსა და ცხოვრების ახალ სტილზე. უზბეკეთში შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით სტრატეგიის შემუშავების ნაწილში, ასევე -  საქართველოს უვიზო მიმოსვლის პოლიტიკა, თანამშრომლობა კერძო სექტორთან",- განაცხადა თავის გამოსვლაში უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების  ფარგლებში იმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics