2015-02-12 17:53:01, 646 ნახვა
ეკონომიკა
დოლართან მიმართებაში ლარი მცირედით გამყარდა
დოლართან მიმართებაში ლარი მცირედით გამყარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 13 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0247 ლარად იქნება შესაძლებელი.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0001ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა ხვალ 2.2954ლარად იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან