06:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 12:23:35, 352 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ დედოფლისწყაროში კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს შექმნილი შპს „რონის“ კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კომპანია „რონიმ“ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1 200 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.  

„საწარმოს  დამფუძნებლის, გურამ ნაკაშიძის განცხადებით, სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში, საწარმოს წარმადობა დღიურად 20-25 ტონა მშრალი კაკლის მიღება იქნება.  კომპანია,  ამ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში, აქტიური მუშაობის პერიოდში, 20 ადგილობრივია დასაქმებული. 

შპს „რონი“ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიც არის. კომპანიამ 2017 წელს  17 ჰა-ზე გააშენა კაკლის ბაღი, რისთვისაც სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება 86 900 ლარის ოდენობით მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, კაკლის გადამუშავების  მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 29  მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, კახეთის რეგიონში გაცემულია  12 მლნ ლარზე მეტი სესხი.

გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126  მლნ ლარით თანადაფინანსებულია 270  საწარმოს შექმნა, მათ შორის, კახეთში 23  მლნ ლარითაა თანადაფინანსებული 49  საწარმო“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics