03:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 12:35:36, 370 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-მაისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.2%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 432.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2 274.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 6 158.0 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 0.7 პროცენტით).

"საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-მაისში, 3 884.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტია.

2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (360.2 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (274.8 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (273.1 მლნ აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი
(1 078.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (731.0 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (601.4 მლნ აშშ დოლარი)",- აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics