|
2024-06-03 20:28:00, 348 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაიდენბერგთან. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. "მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში, ასევე, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ფონდი უწევს ქვეყანას მდგრადი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნების პროცესში. ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)