07:38 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 17:00:26, 320 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 67 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა

პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აგრარულ სექტორში დაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლიმატური რისკების დასაზღვევად აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა უკვე წლებია ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამით 67 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

„ანაზღაურებული ზიანი 83  მლნ ლარს აღემატება. პროგრამაში ყოველწლიურად შედის ცვლილებები, რათა ის კიდევ უფრო მეტად მორგებული გახდეს ფერმერების ინტერესებზე და გაიზარდოს მოსარგებლეთა რაოდენობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გაზრდილია სადაზღვევო პოლისის პრემიის სახელმწიფოს თანამონაწილეობის წილი - მევენახე ფერმერებს 50%-ის ნაცვლად, საშუალება აქვთ, 70%-იანი თანადაფინანსებით შეიძინონ სადაზღვევო პოლისები; 5 ჰა-დან 20 ჰა-მდე, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში 30-დან 100 ჰა-მდე  გაიზარდა  ფართობები, რომლის დაზღვევა შესაძლებელია ერთი პირის მიერ. შემცირდა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ზარალზე რეაგირების/შეფასების ვადები და ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრა 15 დღით; შეიცვალა სადაზღვევო ტარიფები.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ფერმერებს მოუწოდა ისარგებლონ აგროდაზღვევით და დააზღვიონ მოსავალი კლიმატური რისკებისგან“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics