13:18 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 16:55:57, 456 ნახვა

სამართალი
გაგი მოსიაშვილი: გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ პირადი შურისძიება გამორიცხულია

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი მკვლეწლობის ბრალდებით დაკავებული  გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ პირად შურისძიებას გამორიცხავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო გუნდმა შეძლო ის, რომ აღმსრულებელი დააკავა, ხოლო სხვა დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, გამოძიების ეფექტურობის იმედი აქვს.

"პირადი შურისძიება ამ პიროვნების მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ, ფაქტობრივად, გამორიცხულია. სხვა კითხვაზე პასუხს  გამოძიება გასცემს. დამკვეთიც, შემსრულებელიც, აღმსრულებელიც და ორგანიზატორიც  დანაშაულის ჩამდენი პირები არიან.  საგამოძიებო გუნდმა შეძლო ის, რომ აღმსრულებელი დააკავა, ხოლო სხვა დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, გამოძიების ეფექტურობის იმედი მაქვს", -აღნიშნა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული  პირი დაკავებულია.

კერძოდ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის მოქმედი  თანამშრომელი გია სოსანაშვილი.

-

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics