2015-02-03 17:34:35, 795 ნახვა
მსოფლიო
პრორუსი სეპარატისტები სამთავრობო ძალებზე იერიშს განაგრძობენ
პრორუსი სეპარატისტები უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშს განაგრძობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკისა და დებალცევოს მიმართულებით შეტაკება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ამასთან, პრორუსი მებრძოლების მტკიცებით, დონბასში სამხედრო დაპირისპირებისას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამთავრობო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური კიევი არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო დაპირისპირება უკრაინელ სამხედროებს და პრორუს სეპარატისტებს შორის გრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან