2015-02-02 11:32:10, 779 ნახვა
მსოფლიო
„შარლი ებდოს" რედაქცია შვებულებაში გავიდა
ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ რამდენიმე კვირით მუშაობა შეაჩერა.
ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ჟურნალის რედაქტორები დროებით შეისვენებენ და დაუბრუნდებიან სამუშაოს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა „შარლი ებდოს“ ახალი ნომერი.
შეგახსენებთ, რომ სატირულ ჟურნალს პარიზში 7 იანვარს თავს სამი შეიარაღებული პირი დაესხა, რის შედეგადაც 12 ადამაინი დაიღუპა, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორი და სამი კარიკატურისტი.
ტერაქტის მიზეზი „შარლი ებდოს“ გარეკანზე გამოქვეყნებული წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან