2015-02-02 10:15:55, 603 ნახვა
სამართალი
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფირცხალავას დაკავება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას ეხება.
„ექსპრესნიუსი“ აღნიშნული ინფორმაციის მთავარ პროკურატურაში გადამოწმებას ცდილობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან