01:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 22:15:26, 6371 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი აჭარიდანაა და თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი აჭარის რეგიონთანაა დაკავშირებული, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მისივე თქმით, მოქალაქეს ტემპერატურა საზღვრის კვეთის დროს ჩატარებული თერმომონიტორინგისას დაუფიქსირდა, რის შემდეგადაც კლინიკაში გადაიყვანეს.

„ერთ ადამიანს დაუდასტურდა კორონა ინფექცია. მას ჰქონდა მოგზაურობის ისტორია მეზობელ თურქეთის სახელმწიფოში. საზღვრის კვეთის დროს თერმომონიტორინგის დროს დაუფიქსირდა ტემპერატურა. ის პირდაპირ საზღვრიდან გადაყვანილი იქნა კლინიკაში და დადასტურების შემდგომ ის გააგრძელებს ამ კლინიკაში მკურნალობას. ამ დროისთვის, ჩვენს კლინიკაში გვყავს 6 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 75 ადამიანია ინფიცირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics